EPC კონტრაქტორი

Salini-impregilo (www.salini-impregilo.com)

კომპეტენტური ტენდერის შემდეგ, ნენსკრა ჰიდრომ პროექტის EPC კონტრაქტორად იტალიური კომპანია Salini Impregilo შეარჩია. Salini Impregilo ინდუსტრიული ჯგუფია, რომელის ძირითად საქმიანობას კომპლექსური პროექტების მშენებლობა წარმოადგენს. ის დინამიური იტალიური კომპანიაა რომელსაც შესწევს ძალა კონკურენცია გაუწიოს წამყვან გლობალურ კომპანიებს.  კომპანიის მენეჯმენტი და მთლიანი გუნდი ერთგულად მუშაობს ეთიკური და პროფესიული პრინციპების საფუძეველზე, რაც კორპორაციული მართვის და მოქალაქეობის უმაღლეს საერთაშორისო კრიტერიუმებს შეესაბამება. Salini Impregilo-ს კაშხლების, ჰიდროელექტროსადგურებისა და ჰიდრავლიკური სამუშაოების შესრულების 100 წლიანი გამოცდილება აქვს. აღნიშნული კომპანია სწორედ ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის დიდი ამოცდილების გამო შეირჩა.