აქციონერები

სს. ნენსკრა ჰიდრო არის სპეციალური დანიშნულების მქონე კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად შექმნილია მაღალ კაშხლიანი ჰიდროელექტრო სადგურის (შემდგომში „ჰესი“) განვითარებისთვის, რომლის სიმძლავრე 280 მეგავატია. ფინანსური დახურვის დროს პროექტის მფლობელი, ერთის მხრივ, სამხრეთ კორეაში რეგისტრირებული და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ი, მეორეს მხრივ კი 10% თანამონაწილეობით, საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია-საპარტნიორო ფონდი იქნება. ასევე, 5%-იან მფლობელობაში მოიაზრება ერთ-ერთი მრავალმხრივი განვითარების ბანკი. კომპანია K-water-მა შესაძლოა განიხილოს სხვა ინვესტორები, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან მომავალ კრედიტორებთან.

K-water:  კომპანია K- water-ი, მისი დაარსების წლიდან (1967 წელი), იყენებს წყლის რესურსების ეფექტურ მენეჯმენტს და ეროვნული ლიდერია ქვეყნის ეკონომიკური           განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ. მთლიანობაში, კომპანია               K- water-ი 10 ჰიდრო ელექტრო სადგურს ამუშავებს, რომელთა საერთო მოცულობა                            1 250 მეგავატს აჭარბებს და სამხრეთ კორეის  60%-ზე მეტ წყალს  გამოიმუშავებს. http://english.kwater.or.kr/eng/main.do


სს. საპარტნიორო ფონდი: საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაფუძნებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  უდიდესი საწარმოების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. საწარმოები რომლებიც მოღვაწეობენ სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი დაფინანსების წყარო  საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა ("ნავთობისა და გაზის კორპორაცია").  საპარტნიორო ფონდის უკვე განხორციელებული და სხვადასხვა სექტორში ამჟამად მიმდინარე პროექტების  ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. http://www.fund.ge/eng/annual_reports