პროექტის სტატუსი

პროექტის მიზანია: აუცილებელი ელექტრო ენერგიის მარაგის გამომუშავება ზამთრის თვეებში (დეკემბერი, იანვარი და თებერვალი) დღეში 2.9 გეგავატ საათის ოდენობით, რაც 120 მეგავატის ექვივალენტი იქნება ამ 3 თვის განმავლობაში. ელექტრო ენერგიის წლიური წარმოება შეადგენს ან გადააჭარბებს 1,196 გეგა ვატ საათს.

პროექტი ამჟამად საწყის სამშენებლო ეტაპზეა, რაც მოიცავს ტოპოგრაფიულ და გეოტექნიკურ კვლევებს, მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, მუშათა ბანაკების აშენებას და ტექნიკურ ინსტალაციებს. 

პროექტი შემუშავებულია 3 ეტაპად:

·         წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მომზადებული და გამოცემული 2010 წლის მარში;

·         ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა (2011) და თავდაპირველი დიზაინი (2012);

·         2015 წელს EPC კონტრაქტორთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კონტრაქტორი ვალდებულია განახორციელოს პროექტის კომპონენტების დეტალური დიზაინი, შეიძინოს საჭირო სამუშაოები, აღჭურვილობა და მომსახურება, და აღასრულოს სამუშაოები ელექტრო ენერგიის გამომუშავებამდე.

·         2016 წლის დეკემბერში EPC კონტრაქტორმა წარმოადგინა საბოლოო დიზაინი.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში პროექტი წარმოდგენილია შემდეგნაირად:

·         პირველი გარემოსა და სოციალური გავლენის შეფასების პროცესი 2011 წელს;

·         მეორე გარემოსა და სოციალური გავლენის შეფასების პროცესი შესრულებული 2014-2015 წლებში;

·         2015 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობას წარედგინა საბოლოო გარემოსა და სოციალური გავლენის შეფასების ანგარიში;

·         2015 წლის ოქტომბერში პროექტმა გარემოზე ზემოქმედების საკითხში მიიღო  ნებართვა;

·         დამატებითი გარმოსდაცვითი და სოციალური პაკეტი პროცესშია;

 

დამატებითი გარემოსდაცვითი და სოციალური პაკეტი კარგად არის განვითარებული. ყველა საბაზისო კვლევა დასრულდება 2017 წლის დასაწყისში და გასაჯაროვდება.